Find Property:

გართობა & დასვენება

„სურამის ველი – Surami Valley“ – ახალი სააგარაკე დასახლება დაბა სურამში, ახალი ავტობანიდან 3 კილომეტრში, ბაკურიანის მთებისა და კავკასიონის ულამაზესი ხედებით.

ჩვენ გთავაზობთ სააგარაკედ მიწის ნაკვეთებს 810 კვ.მ-დან. კვადრატულის ფასი 3 $-დან.

სურამი ველი

რატომ სურამის ველი?!

სურამისათვის დამახასიათებელი ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემო, სრულიად განსხვავებული ტიპის ახალმშენებარე ტერიტორია, 5200 კვ.მ რეკრეაციული სივრცით, კომუნიკაციებითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით. ნაკვეთებთან ახლოს მდებარეობს ნიკორთიის მამათა მონასტერი, ტერიტორიას ესაზღვრება ფიჭვნარი და ფოთლოვანი ტყის ზოლი, სიახლოვეს მოედინება მდინარე.
2023 წლის შემოდგომაზე დაიწყება ცენტრალური დასასვენებელი პარკის გაშენება. დაწყებულია ავტობანიდან ნაკვეთებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის გაფართოვება-მოწესრიგება, ნაკვეთებამდე მიყვანილია ელექტროენერგიისა (ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის ენერგო პროში გადასახდელი იქნება 800 ლარი) და ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძები (ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის სოკარში გადასახდელი იქნება 400 ლარი). დასრულებულია ნაკვეთებთან დამაკავშირებელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

წყალი იყო და არის ამ ადგილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ჩავატარეთ ჰიდროგეოლოგიური კვლევა და მიწის ქვეშ აღმოვაჩინეთ წყლის საკმაო მარაგები. გარკვეულ მონაკვეთებზე ჩატარდა ბურღვითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოეწყო 2 ჭაბურღილი, რითაც შესაძლებელი იქნება სურამის ველის ყველა ნაკვეთის უწყვეტად მომარაგება. გაზაფხულზე ჩატარდება დაქსელვითი სამუშაოები და ფიქსირებული თანხის გადახდის შემდგომ, ყოველ ნაკვეთთან მივა წყლის გაყვანილობა.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა გასაყიდ ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის პირველადი ნებართვა, რის საფუძველზეც მყიდველის მიერ შერჩეული პროექტის მიხედვით შესაძლებელი იქნება აგარაკის მშენებლობა

კომუნიკაციები

ელექტროენერგია
ელექტროენერგია უკვე არის მიყვენილია ნაკვეთებამდე. ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის გადასახდელი იქნება 600 ლარი.

ბუნებრივი აირი

ბუნებრივი აირის უკვე არის მიყვენილია ნაკვეთებამდე. ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის გადასახდელი იქნება 400 ლარი.

წყალი

წყალი იყო და არის ამ ადგილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ ჩავატარეთ ჰიდროგეოლოგიური კვლევა და მიწის ქვეშ აღმოვაჩინეთ წყლის საკმაო მარაგები. გარკვეულ მონაკვეთებზე ჩატარდა ბურღვითი სამუშაოები, რის შედეგადაც მოეწყო 2 ჭაბურღილი, რითაც შესაძლებელი იქნება სურამის ველის ყველა ნაკვეთის უწყვეტად მომარაგება. გაზაფხულზე ჩატარდება დაქსელვითი სამუშაოები და ფიქსირებული თანხის გადახდის შემდგომ, ყოველ ნაკვეთთან მივა წყლის გაყვანილობა.

მშენებლობის ნებართვა

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა გასაყიდ ნაკვეთზე გაცემულია მშენებლობის პირველადი ნებართვა, რის საფუძველზეც მყიდველის მიერ შერჩეული პროექტის მიხედვით შესაძლებელი იქნება აგარაკის მშენებლობა

სურამის შესახებ

„სურამის ველი“ ადმინისტრაციულად ეკუთვნის უშუალოდ დაბა სურამს და მდებარეობს ავტობანიდან არასრულ 3 კილომეტრში. ამჟამად, ნაკვეთებამდე არსებული მისასვლელი მთავარი გზა ასრულებდა მნიშვნელოვან როლს და იწყებოდა რა “სურამის ტბიდან”, აკავშირებდა სურამსა და ხაშურს გომი-საჩხერის გზატკეცილთან. დღესდღეობით ეს გზა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან სულ რაღაც 6 კილომეტრიანი მონაკვეთით აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ ორ უმნიშვნელოვანეს მაგისტრალს: თბილისი-ქუთაისი-ბათუმისა და გომი-საჩხერე-ონის გზებს, რაც დაახლოებით სამჯერ ამცირებს დღეს არსებული შემოვლითი მარშრუტით გასავლელ მანძილს. ასე რომ, მისი თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტაცია არის მხოლოდ დროის საკითხი. ამჟამად ნაკვეთებამდე მისასვლელი გრუნტის გზა განვლადია ნებისმიერი სახის ტრანსპორტისათვის წელიწადის ნებისმიერ დროს.

ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე საკუთარი ძალებით ანხორციელებს მის გაუმჯობესებას. ხოლო რაც შეეხება შიდა გზებს (ნაკვეთებს შორის), მათი მოწყობა უკვე დასრულებულია.