Find Property:

მანავის მწვანე ტბები

მანავის მწვანე ტბები • Manavi Green Lakes – მანავის მწვანე ტბები ეს არის გასართობი კომპლექსი, რომლის ანალოგიც საქართველოში სხვაგან არ გვხვდება. კომპლექსი მოიცავს 6 ტბას და 1 სალიფსიტეს, თითოეული მათგანი დატვირთულია სხვადასხვა გასართობი მიმართულებებით.
გასართობ კომპლექსი გთავაზობთ უკვე არსებულ მიმართულებებს. ესენია:

  • თევზაობა
  • კაიაკით შეჯიბრი
  • მშვილდის სროლა
  • დართსი
  • ფრენბურთი
  • ბანბიქტონი
  • ფრიზბი
  • ნავით სეირნობა
  • ფრინველების კონტაქტური ზოოპარკი-სავანე

 

ასევე ჩვენ გთავაზობთ კოტეჯის ტიპის სასტუმრო სახლებს, რომელიც სრულად აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ნივთებით. შეგიძლიათ ისარგებლოთ ისევე როგორც თვითმომსახურებით ასევე სერვის მომსახურებით.

მანავის მწვანე ტბები გთავაზობთ ლოკაციებს სადაც თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ გადაიხადოთ თქვენი დაბადებისდღე, წვეულება თუ კორპორატიული საღამოები 300 კაცამდე. შესაძლებლობა გეძლევათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მენიუ და სერვისი.

მანავის მწვანე ტბები გამორჩეულია მისი ბიო და სრულიად ახალი პროდუქტებით, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა მოგეცემათ ადგილზე. აქვე ჩვენ შემოგთავაზებთ ბიო პროდუქტების მაღაზიას, სადაც შეიძენთ თქვენთვის სასურველ პროდუქტს.

ჩვენთვის პრიორიტეტია, შემოგთავაზოთ ისეთი სივრცე, რომელიც მოგცემთ საშუალებას გაერთოთ და გაატაროთ დრო მეგობრულ გარემოში, სადაც დაგხვდებათ ჯანსაღი, სუფთა გარემო; გემრიელი, ნატურალრი პროდუქტები; მრავალფეროვანი გასართობი საშუალება და ის ინოვატორული იდეები, რომელიც თქვენამდე მოვიტანეთ.

მობრძანდით და ისიამოვნეთ მანავის მწვანე ტბების ველური ბუნებით!