ჰიდროგეოლოგია
ჩვენი კომპანია გთავაზობთ, არტეზიული წყლის ძიების სერვისს საქართველოში უახლესი აპარატურის გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ახდენს საკვლევად შერჩეულ მიწის ფართობზე არტეზიული წყლის რესურსის მოძიებას 500 მ სიღრმემდე, წყლის ფენების განსაზღვრას და ქანების ეფექტურ შეფასებას.
ჩვენი უპირატესობები:
- ხარისხიანი მომსახურება;
- პასუხისმგებლობა;
- კარგი პრაქტიკა.
ჩვენი სპეციალისტები აღნიშნული მიმართულებით წარმატებით მუშაობენ მთელი საქართველოს მასშტაბით!
არტეზიული წყალი
არტეზიული წყალი – სიღრმის წყალი, რომელიც წყალგაუმტარ შრეებს შორის იმყოფება, ან მყარი ქანების ნაპრალებსა და სიცარიელეებში მოძრაობს.
არტეზიულ წყალს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს, როგორც საწარმოო მიზნებისთვის აუცილებელი წყლით მომარაგების საქმეში, აგრეთვე უდაბნო ადგილების მოსარწყავად.
იქ სადაც შრეები მოხრილია, მოხრილობის ქვედა ნაწილში წყალი განიცდის დიდ წნევას , თუ წყლის შემცველ ფენამდე ჭაბურღილს გავმართავთ, წყალი ზევით ამოიწევა და შადრევნის სახით ამოხეთქავს.
არტეზიული ჭები პირველად საფრანგეთის პროვინცია არტუაში გამართეს და სახელწოდებაც მისგან მიიღო.